ჩაის ტურები

რა არის ჩაის ტური?

ჩაის ტური - ეს არის საშუალება დაინახოთ საქართველო ჩაის კულტურის პრიზმით, ჩაიძიროთ ჩაის ფერმერის ცხოვრებაში, დატკბეთ ადგილობრივი სტუმართმოყვარეობით, აღმოაჩინოთ საქართველოს მომაჯადოვებელი ბუნება და ღირშესანიშნაობები. თქვენთან ერთად იქნება პროფესიონალი გიდი და ჩაის ოსტატი. ფერმერები, რომლებსაც შეხვდებით არიან “საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის” წევრები(/ge/association).

დაჯავშნისთვისა და ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქზე(https://facebook.com/GeorgianTea) ან ელექტრონულ ფოსტაზე hi@teageorgia.com.

რა შედის

  • სტუმრობა და ცხოვრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ჩაის მეურნეობებზე.
  • ჩაი საკუთარი ხელით: შეაგროვე, დაამზადე და წაიღე თან.
  • ჩაის სემინარები
  • ქართული ჩაის დეგუსტაცია, ქართული ჩაის ცერემონია.
  • ტრადიციული სუფრები ადგილობრივი კერძებით, ღვინითა და ჩაით.
  • ადგილობრივი ღირშესანიშნაობების მონახულება, მათ შორის საიდუმლო ადგილებისაც.

რას იღებენ ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეობა ამისგან?

  • ადგილობრივი პროდუქციისა და კულტურის პოპულარიზაცია.
  • თანხას, საკუთარი სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობის დემონსტრაციით.
  • თქვენი და სხვა მრავალი ხალხის გაცნობის საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან (არ ინერვიულოთ ენობრივ ბარიერზე, ჩვენ ყოველთვის გვერდით ვართ დასახმარებლად)

კონტაკტები

დაჯავშნისთვის და ნებისმიერი შეკითხვისთვის დაგვიკავშირდით ფეისბუქი ან იმეილზე hi@teageorgia.com