ჩაის სკოლა

რა არის ჩაის სკოლა?

ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ყველაფერი ჩაის შესახებ, ჩვენი ლექციების საშუალებით თქვენ საიდუმლოების ფარდას ახდით ამ უძველეს სასმელსა და მცენარეს.
გთავაზობთ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს მოსწავლეებისთვის, ნებისმიერ საკითხზე რომელიც ეხება ჩაის, იქნება ეს ჩაის ცერემონია, სწორი დაყენება, ჩაის სომელიე, ისტორია თუ პლანტაციის გაშენება/რეაბილიტაცია და მოვლა, ჩაის ტექნოლოგიები და სტანდარტები, მანქანა დანადგარები, საწარმოო ხაზი და მენეჯმენტი, მარკეტინგი და მრავალი სხვა...
ჩვენ გთავაზობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გაკვეთილებს, გაკვეთილების დრო და კურსის განგრძლივობა განიხილება ინდივიდუალურად კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.

რისი სწავლა შეიძლება?

  • ჩაის ისტორია: ჩაის კულტურა და მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყნებში, ჩაის ცერემონია.
  • ჩაის სომელიე: ჩაის ნაყენის მომზადების წესები, ჩაის კუპაჟები და მიქსოლოგია
  • მსოფლიოს ჩაი: აღმოაჩინე განსხვავებები და დააგემოვნე სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო ჩაები, ჩაის სახელწოდებები, ჯიშები და ა.შ
  • ჩაის ტექნოლოგია: ჩაის სხვადასხვა სახეობების წარმოების ტექნოლოგიები, ჩაის სხვადასხვა ჯიშები, ტექნოლოგიები და ა.შ
  • ჩაის აგროკულტურა: ჩაი როგორც მცენარე, პლანტაციის გაშენება/რეაბილიტაცია/მოვლა და საწარმოო ხაზის აწყობა.
  • ჩაი & მარკეტინგი: ჩაის ტურიზმი, ჩაის სწორი შენახვა, დისტრიბუცია და გაყიდვა.
  • ჩაის თერაპია: ჩაი, როგორც წამალი თქვენი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობისთვის, მისი სასარგებლო თვისებები
  • ჩაი & მეცნიერება: ბიოქიმია და სხვა დამალული საიდუმლოებები ჩაის ნაყენსა და მცენარეში.

დამატებით რას გთავაზობთ ჩაის სკოლა?

  • ჩაის სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს შანსი ეძლევათ წავიდნენ ჩინეთში, სადაც ისინი დარჩებიან ჩაის უნივერსიტეტში და დაესწრებიან საერთაშორისო თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებს ჩაის კულტურასა და ტექნოლოგიებზე, მოინახულებენ ჩინეთის ჩაის მწარმოებელ სხვადასხვა პროვინციებს და სხვა... ტრეინინგი მთლიანად ფინანსდება ჩაის სკოლის და ჩინეთის სახელმწიფოს მიერ.
  • მოსწავლეებს ასევე საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ჩაის ფესტივალებსა და ჩაის ოსტატთა ეროვნულ ჩემპიონატებში, სადაც ჩაის ოსტატები ეჯიბრებიან ერთმანეთს ჩაის დაყენებაში, მიქსოლოგიში და სხვა... გამარჯვებულები საქართველოს წარადგენენ საერთაშორისო ჩაის ოსტატთა ჩემპიონატზე სადაც მთელი სოფლიოდან თავს იყრიან ჩაის ოსტატები.
  • მოსწავლეებს ასევე ეძლევათ შანსი დაიწყონ ჩვენ კომპანიაში მუშაობა სხვადასხვა პოზიციებზე ( ჩაის ტურიზმი, მარკეტინგი, წარმოება თუ სხვა..)

პედაგოგები:

შოთა ბითაძე

საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი 💪
სპეციალობა:

  • ჩაის ტექნოლოგია, წარმოება და სტანდარტები
  • ჩაის აგროტექნიკური სამუშაოები
  • ჩაის თერაპია და ჩაის ცერემონია
  • ჩაის ისტორია

თენგიზ ჯალიაშვილი

ბიოქიმიის დოქტორი. პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 👨‍🔬
სპეციალობა:

  • ჩაი და ბიოქიმია
  • ორგანული მეურნეობა

გიორგი ბითაძე

სპეციალობა:

  • ჩაის კუპაჟები
  • ჩაის ტურიზმი
  • ჩაის დაყენება

სურათები ჩაის სკოლიდან

კონტაკტები

ტელეფონის ნომერი: +995 555 360 073
ელ. ფოსტა: hi@teageorgia.com
ფეისბუქი