ქართული ჩაის სახლმუზეუმი

2014 წლიდან, შოთა ბითაძის ინიციატივით თბილისის ცენტრში გაიხსნა "ქართული ჩაის სახლმუზეუმი" (გალაკტიონ ტაბიძის ნომერი 15)
ეს პატარა და მყუდრო კუთხე გახლავთ ერთადერთი ადგილი საქართველოში სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილი, უმაღლესი ხარისხის, ექსკლუზიური ქართული ჩაი და ჩაის პროდუქტები.
მუზეუმი წარმოადგენს ჩვენს შრომასა და საქმიანობას, აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტი და ასევე დაათვალიეროთ ქართული ჩაის ისტორიული არტეფაქტები როგორიცაა ძველი შეფუთვები, ლიტერატურა, წიგნები, სურათები და ა.შ
ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ წარსული და გავანათლოთ მოსახლეობა ჩაიზე და მის მნიშვნელობაზე. ვიზიტის შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებათ ჩაის ოსტატი და დააკმაყოფილებს თქვენს ინტერესს და პასუხს გასცემს ნებისმიერ კითხვას.

რატომ უნდა გვეწვიოთ ჩაის სახლმუზემში?

  • ჩვენთან ყოველთვის შეიძენთ ახალ წარმოებულ, ორგანულ, ნამდვილ ქართულ ჩაის. რომელიც წარმოებულია ქართველი ფერმერების მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით.
  • გასინჯეთ ჩაი ადგილზე! ჩვენს მაღაზიაში შესაძლებელია ჩაის დეგუსტაცია და ჩაის ცერემონიები: ქართულ, იაპონურ და ჩინურ სტილში.
  • გაეცანით ქართული ჩაის უცნობ ისტორიას, დაათვალიერეთ უნიკალური არტეფაქტები (მათ შორის საუკუნოვანი შეფუთვები)
  • გაგვიზიარეთ თქვენი საქმიანობა და შეხედულებები, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა დაინტერესებული პირებისთვის ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, საინტერესო ხალხთან ბაასი ჩვენი სისუსტეა ;)

საქართველოს ჩაის სახლ-მუზეუმის ფოტო

კონტაკტები

მისამართი: 15 გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
გახსნის საათები: 10.00 - 19.00 ყოველდღე
ტელეფონის ნომერი: +995 555 360 073
ელ. ფოსტა: hi@teageorgia.com
ფეისბუქი