ველური თეთრი ჩაი
50 GEL
შესაკვეთად დაგვიკავშირდით ფეისბუქის ან ინსტაგრამის საშუალებით

დაყენების წესი

wild white tea

დახასიათება

ქართული ველური თეთრი ჩაი მოკრეფილია ხელით, მაღალი გაველურებული ჩაის ბუჩქებიდან, რომლებიც მდებარეობენ იმერეთის მთიანი რეგიონების ტყეებში, შორს ცივილიზაციისგან, ასეთი სახის ჩაი იკრიფება მხოლოდ ერთხელ წელიწადში.
ველური თეთრი ჩაი დამზადებულია "ფიქსაცია ინტაქტური დეჰიდრატაციის" ტექნოლოგიით რომელიც შემუშავებულია "საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ" 2015 წელს. რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ თეთრ ჩაიში პიგმენტების მაქსიმალური რაოდენობა.

ტყეებში ველურად ჩაი გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ერთ დროს აყვავებული ჩაის ინდუსტრია განადგურდა და პლანტაციები მიტოვებული იქნა მრავალი ათწლეულის მანძილზე. შედეგად მრავალი პლანტაცია განადგურდა, ზოგი კი შეერწყა ტყეს და შეიქმნა უნიკალური ეკოსისტემა, სადაც ჩაის ბუჩქი თანაარსებობს ჰარმონიულად სხვა მცენარეებთან ტყეში.

ტყიდან მოკრეფილი ველური ჩაი გამოირჩევა გემოთი, არომატით და ქიმიური შემადგენლობით, ტყეში არსებული მდიდარი ნიადაგითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, ასევე ბუნებრივი დაჩრდილვით, ჩაის მცენარეში გვხდება პიგმენტების ბევრად უფრო დიდი რაოდენობა ვიდრე პლანტაციურ ჩაიში.

წარმოშობის ადგილი

  • იმერეთი, საქართველო

სიმაღლე ზღვის დონიდან

  • 700-800 მ

საგემოვნო თვისებები

  • ყვავილოვანი გემო ნუშისა და სუსტი ქონდრის ნოტებით, რასაც მოყვება შედარებით ტკბილი არომატი რამდენიმე დაყენების შემდეგ.

ველური ჩაის ბაღების დეფინიცია და მოვლის კონცეფცია, წარმოების ტექნოლოგია შემოშავებულია საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ.