ველური მწვანე ჩაი
50 GEL
შესაკვეთად დაგვიკავშირდით ფეისბუქის ან ინსტაგრამის საშუალებით

დაყენების წესი

wild green

დახასიათება

ქართული ველური მწვანე ჩაი მოკრეფილია ხელით, მაღალი გაველურებული ჩაის ბუჩქებიდან, რომლებიც მდებარეობენ იმერეთის მთიანი რეგიონების ტყეებში, შორს ცივილიზაციისგან, ასეთი სახის ჩაი იკრიფება მხოლოდ ერთხელ წელიწადში.

ტყეებში ველურად ჩაი გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ერთ დროს აყვავებული ჩაის ინდუსტრია განადგურდა და პლანტაციები მიტოვებული იქნა მრავალი ათწლეულის მანძილზე. შედეგად მრავალი პლანტაცია განადგურდა, ზოგი კი შეერწყა ტყეს და შეიქმნა უნიკალური ეკოსისტემა, სადაც ჩაის ბუჩქი თანაარსებობს ჰარმონიულად სხვა მცენარეებთან ტყეში.

ტყიდან მოკრეფილი ველური ჩაი გამოირჩევა გემოთი, არომატით და ქიმიური შემადგენლობით, ტყეში არსებული მდიდარი ნიადაგითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, ასევე ბუნებრივი დაჩრდილვით, ჩაის მცენარეში გვხდება პიგმენტების ბევრად უფრო დიდი რაოდენობა ვიდრე პლანტაციურ ჩაიში.

ველური ჩაის ბაღების დეფინიცია და მოვლის კონცეფცია, წარმოების ტექნოლოგია შემოშავებულია "საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის" მიერ.

წარმოშობის ადგილი

  • იმერეთი, საქართველო

სიმაღლე ზღვის დონიდან

  • 700-800 მ

საგემოვნო თვისებები

  • აბრეშუმისებრი, ნორჩი მცენარეული გემო და საღი ტკბილი ნარჩენი გემო