ქართული ჩაი

რა არის ქართული ჩაი?

დღესდღეობით ქართული ჩაი მსოფლიოში ისე არ არის ცნობილი როგორც ადრე, თუმცა ქართული ჩაის ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს, ქართულ ჩაის არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული როგორც მსოფლიოში საუკეთესო ჩაი, მიხწეული აქვს ინდუსტრიული პიკიც და შემდეგ სრული ვარდნა. ქართულ ჩაის თანამედროვე მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი აქვს, რატომ?

საქართველო არის მსოფლიოში, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა ინდუსტრიული პოტენციალით. საქართველოს ჩაის მწაროებელი რეგიონი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ჰავა მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან გარშემორტყმული კავკასიის მთათა სისტემებით, და დასავლეთიდან თბილი შავი ზღვით განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოების საშუალებას.

რატომ ქართული ჩაი?

ნატურალური

ორგანული, ბიო, ეკოლოგიურად სუფთა, რაც გინდათ უწოდეთ.
არ საჭიროებს ჰერბიციდების და პესტიციდების გამოყენებას, არის ქიმიური დაბინძურებისგან სრულიად თავისუფალი რაც არის უდიდეს უპირატესობა სხვა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით.

უნიკალური

საქართველოს ნიადაგები ასევე გამოირჩევა მინერალების მაღალი შემცველობით, მყინვარებიდან ჩამოდენილი კრისტალურად სუფთა მინერალური წყლები, თვითმყოფადი ჰავა და მდიდარი ნიადაგები, განაპირობებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელი ჩაის მცენარის არსებობას.

გემრიელი

ქართულ ჩაი გამოირჩევა უნიკალური საგემოვნო თვისებებით, გააჩნია დაბალანსებული გემო, თაფლისა და ყვავილოვანი არომატით, ტროპიკული ჩაებისგან განსხვავებით იშვიათად მწარდება, არაა აგრესიული და არ აღიზიანებს კუჭს.

ჩვენ ვართ ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებული ფერმერები რომლებიც წარმოვადგენთ ერთ ბრენდს.

რატომ ჩვენი ჩაი?

  • სრულად ნატურალური პროდუქტი, პირდაპირ ფერმერისგან. ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ ჰერბიციდებს და პესტიციდებს, არაორგანულ სასუქებს, ჩაის ფოთოლო იკრიფება ხელით და მუშავდება პროფესიონალების მიერ, თქვენ კი ყოველთვის ახალ ჩაის ღებულობთ, პირდაპირ პლატაციიდან.
  • უმაღლესი ხარისხი, უმკაცრესი სტანდარტები & რეგულაციები: ჩვენ გვაქვს საქართველოში ჩაის წარმოების ხანგრძლივი ისტორია რომელიც აერთიანებს წარსულის გამოცდილებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეძენილ თანამედროვე ცოდნას, რომელიც ეყრდნობა უმკაცრეს სტანდარტებს და რეგულაციებს. შემუშავებული გვაქვს ჩვენი შიდა სტანდარტები და საწარმოო პირობები.
  • ეროვნული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა: ჩვენი მიზანია არა მხოლოდ უბრალოდ ჩაის გაყიდვა, არამედ საქართველოში ჩაის კულტურისა და წარმოების აღორძინება და განვითარება, რაშიც თქვენც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენთან თანამშრომლობით და ჩვენი ჩაის შეძენით