საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია წარმოადგენს ფერმერების გაერთანებას რომლებიც სპეციალიზირებულები არიან მაღალი ხარისხის, სტანდარტიზირებული ორთოდოქსის ტიპის ჩაების წარმოებაში, ასოციაცია დაარსდა 2011 წელს შოთა ბითაძის მიერ, ასოციაციამ საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობს, საქართველოში ფერმერული ჩაის წარმოების დანერგვას და განვითარებას. დღესდღეობით ასოციაციში შედის მრვავალი ფერმერი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რომლებიც მუშაობენ და ვითარდებიან ერთად.

ჩვენი მიზანია:

გავხადოთ ქართული ჩაი კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე როგორც მაღალი ხარისხის, ორგანული პროდუქტი.

ასოციაცია ეწევა შემდეგ საქმიანობებს:

  • ორგანული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და განახლება
  • ჩაის შიდა სტანდარტების, ტექნოლოგიებისა და საწარმოო რეგულაციების შემუშავება
  • ქმნის სამუშაო ადგილებსა და მონიტორინგს უწევს სამუშაო პირობებს
  • ახორციელებს პროდუქტის ხარისხის მონიტორინგს და გააჩნია თავისი ხარისხის ნიშანი.
  • ქმნის უნიკალურ ახალ ქართულ ჯიშებს და ახდენს ახალი ჯიშების დანერგვას.
  • უზიარებს გამოცდილებას ასოციაციის წევრებსა და საზოგადოებას
  • ანვითარებს კომუნიკაციებს მსოფლიო ჩაის საზოგადოებებთან
  • უზრუნველყოფს ტრეინინგებს საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ქვეყნებში.

ასოციაციის აქტიური წევრები:

შოთა ბითაძე & ქართული ჩაის სახლმუზეუმი

📍თბილისი
ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ჩვენი მთავარი იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალა.
სპეციალიზაცია

  • ჩაის წამყვანი ტექნოლოგი
  • მენეჯმენტი
  • მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
  • საერთაშორისო ურთიერთობები

დათო თენიეშვილი & ბახვის ჩაი

📍გურია, ბახვი
ასოციაციის რეგიონალური ხელმზღვანელი გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში. ასოციაციის ერთ-ერთი პირველი წევრი და ერთ-ერთი საუკეთესო ჩაის ტექნოლოგი საქართველოში. ასოციაციის ეგიდით გავლილი აქვს გადამზადება ჩინეთში 2019 წელს.
სპეციალიზაცია

  • ჩაის ტექნოლოგი
  • ხელმძღვანელობს ჩაის რეაბილიტაციას გურიის რეგიონში
  • ორთოდოქსის ტიპის შავი და მწვანე ჩაის წარმოება
  • ახალი ჯიშების შექმნა და აკლმატიზაცია.
  • ჩაის ტურიზმი

თორნიკე შეყილაძე: გეზრული ჩაი

📍იმერეთი, გეზრული
ასოციაციის რეგიონალური ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში, ჭიათურის რაიონში, ახალგაზრდა ენერგიული ჩაის ტექნოლოგია, ასოციაციის ეგიდით გავლილი აქვს გადამზადება ჩინეთში 2018-2019 წელს.
სპეციალიზაცია

  • ველური შავი და თეთრი ჩაი
  • ორთოდოქსის შავი და თეთრი ჩაი
  • მცენარეული ჩაი
  • ჩაის ტურიზმი

გრიგოლი & ელგუჯა ბიწაძეები: ანდიტრი

📍იმერეთი, თერჯოლა
გრიგოლი და ელგუჯა ბიწაძეები, ასოციაციის რეგიონალური ხემძღვანელები იმერეთის რეგიონის თერჯოლის რაიონში, მათი სპეციალიზაციაა იმერეთის უღრან ტყეებში უნიკალური ველური ჩაის ბაღების აღმოჩენა, დაცვა და წარმოება. ასოციაციის ეგიდით გავლილი აქვს გადამზადება ჩინეთში 2018 წელს.
სპეციალიზაცია

  • ველური შავი ჩაი
  • ველური თეთრი ჩაი

გიორგი მაისურაძე: ჩაი შემოქმედი

📍ოზურგეთი, შემოქმედი
გიორგის ჩაისთან ღრმა ისტორია აკავშირებს, უძღვება ჩაი შემოქმედს, რომელიც ქართული ჩაის ერთერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია, ასოციაციის ეგიდით გავლილი აქვს გადამზადება ჩინეთში 2018 წელს და თაივანში 2019 წელს.

სპეციალიზაცია

  • ორთოდოქსის ტიპის შავი და მწვანე ჩაი
  • მცენარეული ჩაი
  • ჩაი & საჭმელი

მალხაზ ლიპარტელიანი, გურია

📍 გურია
მალხაზი ჩვენი ერთერთი პირველი ასოციაციის წევრია გურიიდან.
სპეციალიზაცია

  • ორთოდოქსის ტიპის მწვანე და შავი ჩაი

მევლუდ კეშელავა: მეგრული ჩაი

📍 სამეგრელო, მარტვილი
გავლილი აქვს ჩვენი ჩაის სკოლის ზოგადი კურსი და გადამზადება გაიარა ჩინეთში, ჭანჭოუს უნივერსიტეტში, 2019 წელს. არის შ.პ.ს "მეგრული ჩაის" მთავარი ტექნოლოგი
სპეციალობა:

  • შავი და მწვანე ჩაი

ლიკა მეგრელაძე: კომლი

📍გურია, ოზურგეთი
ლიკა პირველი ჩაის ეთუზიასტია რომელმაც დაიწყო საქართველოში ჩაის ტურიზმი, დღესდღეობით მისი პატარა ჩაის ბაღი სამაგალითოა რეგიონში ჩაის ტურიზმის განვითარებაში.
სპეციალიზაცია

  • ჩაის ტურიზმი