ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ არ ვართ კორპორაცია არამედ წარმოვადგენთ ხალხთა კავშირს სადაც მოღვაწეობენ ფერმერები, ტექნოლოგები, მეწარმეები და ჩაის რნთუზიასტები.
ჩვენ გვაერთიანებს იდეა ერთმანეთან და ბუნებასთან თანამშრომლობით შევქმნათ ჩაი და განვავითაროთ ქართული ჩაის კულტურა.

რას ვაკეთებთ

ვაწარმოებთ ქართულ ჩაის

ჩვენ ვაწარმოებთ ჩაის, რომლითაც ვამაყობთ, 0% ნარჩენები, 0% ზიანი ბუნებას, 100% ჰარმონია. ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ ტექნოლოგიებს რომელიც მოიცავს მრავალწლიან გამოცდილებას, რათა შევქმნათ ორიგინალური ქართული პროდუქტი რომელიც ადრე არასდროს არ შექმნილა.

ჩაის რეალიზაცია და საზოგადოება

ჩვენ მხარს ვუჭერთ და პიარს ვუკეთებთ შეგნებულ და ეთიკურ წარმოებასა და მოხმარებას. გასწავლით თუ რა განსხვავებაა მაღალხარისიხან და დაბალხარისხიან პროდუქციას შორის. საბითუმო ვაჭრობისთვის დაგვიკავშირდით: contact us

ჩაის ტურები

რას იტყოდით ეკო ტურიზმზე? გსურთ იხილოთ ნამდვილი საქართველო ქართული ჩაის კულტურის პრიზმაში? ჩვენი ჩაის ტურები გთავაზობთ გასეირნებას ულამაზეს ადგილებში, ჩაის ბაღებში სადაც ისწავლით ჩაის შეგროვებას და მომზადებას, ბევრი მხიარული და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

ჩაი & განათლება

ჩვენ შეუჩერებლივ განვაგრძობთ სწავლას რათა მუდმივად ხდებოდეს ჩვენი პროდუქციის გაუმჯობესება და გარდაქმნა. ამისთვის ჩვენ ვაერთანებთ ათწლეულების მანძილზე დაგროვილ საგარეო გამოცდილებასა და საუკეთესო ადგილობრივ პრაქტიკებს. ყოველთვის მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ნებისმიერ მსურველს, ამ მიზნისთვის, შევქმენით ჩაის სკოლა რომელიც ღიაა ყველასათვის.

ეროვნული პროდუქტის ხელშეწყობა

ჩვენი მიზანია ქართულმა ჩაიმ თავისი უნიკალურობითა და იდენტობით მსოფლიოში დაიმკვიდროს თავისი ადგილი და გაიზარდოს მისი ცნობადობა, შესაბამისად ჩვენ საქართველოსა და საზღვარგარეთ ვატარებთ ქართული ჩაის ფესტივალებსა და ჩემპიონატებს, მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო ჩაის ფორუმებზე და ფესტივალებზე და წარმოვადგენთ ქართულ ჩაის როგორც მაღალხარისხიან, სტანდარტულ, ორგანულ პროდუქტს.

სტანდარტების შექმნა

საქართველო მსოფლიოში ერთადერთი გამონაკლისია სადაც ჩაის სტანდარტები და რეგულაციები არ არსებობს, . ჩვენი ასოციაცია ჩაის ხარისხისა და მისი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის უკვე წლებია ქმნის და აწესებს საკუთარ სტანდარტებს, ტექნოლოგიებსა და რეგულაციებს.

გუნდი

ფერმერები

ქართული ჩაის მწარმოებლები და ფერმერები ჩვენი ასოციაციიდან — საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

შოთა ბითაძე

shota@teageorgia.com | facebook
ასოციაციის დამფუძნებელი, ჩვენი მთავარი იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალა.
სპეციალიზაცია:

  • მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
  • სტრატეგიული დაგეგმარება
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • განათლება & ტექნოლოგია

გიორგი ბითაძე

giorgi@teageorgia.com | facebook
ჩაით დავინტერესდი ჩინეთში. მრავალწლიანი მოგზაურობისა და სწავლის შემდეგ მივხვდი რომ ქართულ ჩაის უზარმაზარი პოტენციალი აქვს როგორც მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა, ფერმერულ ჩაის მსოფლიო ბაზარზე, მიზნად დავისახე ქართული ჩაის ინდუსტრიის და კულტურის აღორძინებაში გამეღო ჩემი ღვაწლი.
გუნდში მე:

  • ვეწევი მენეჯმენტს
  • მარკეტინგს & დიზაინს
  • ჩაის ტურიზმის

თენგიზ ჯალიაშვილი

"შენით დაწერე რამე ჩემს შესახებ" ოკეი. ჩვენი ბიოქიმიის დოქტორი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერი, ორგანული სოფლისმეურნეობის ენთუზიასტი და მისი ასაკისთვის ძალზედ ენერგიული პიროვნება.
გუნდში მე:

  • ვაუმჯობესებ ტექნოლოგიებს
  • ხელს ვუწყობ ორგანული სოფლისმეურნეობის განვითარებას.
  • ვასრულებ იდეებით სავსე მეცნიერის როლს.

ანა ვარტანოვა

anna@teageorgia.com | facebook | telegram
ჩაის ოსტატთა საერთაშორისო ჩემპიონატის ეროვნული მსაჯი, ჩაის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული.
გუნდში მე:

  • პიარს ვაკეთებ
  • დისტრიბუციას ვაკეთებ
  • დადებით ემოციებს ვქმნი

ჩვენი მოკლე ისტორია

2005

შოთა ბითაძე - მთავარი იდეოლოგი და დამფუძნებელი საქართველოში იწყებს ჩაის შესწავლას

2006 - 2008

შოთა ბითაძის მიერ გურიის რეგიონში იწყება ფერმერების მომზადება ორთოდიქსის ჩაის ტექნოლოგიებში და პლანტაციების რეაბილიტაციის ადრეული ეტაპები.

2009

შოთა ბითაძე იწყებს ჩინეთში მოგზაურობას და ხდება პირველი ქართველი რომელიც ოფიციალურ ტრეინიგს გადის ეკოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოების ტექნოლოგიებზე ჭანჭოუს მეცინერებათა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ფუძიანის პროვინცია.

2010

წარმოებული იქნა პირველი სტანდარტული ორთოდოქსის ტექნოლოგიის მაღალხარისხიანი ჩაი რომელიც წარმატებით გაიყიდა საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით

2011

შევქმენით საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია პირველი წევრები იყვნენ გურიის რეგიონის ფერმერები, შოთა ბითაძე და დათო თენიეშვილი ამ პროცესს სათავეში უდგებიან.

2012

ასოციაციის მიერ მტკიცდება ჩაის სტანდარტები და რეგულაციები: გრეხილი მწვანე და გრეხილი შავი ჩაის ორთოდოქსის ტექნოლოგია

2013

შოთა და გიორგი ბითაძემ დამატებითი ტრეინინგი გაიარეს ჩინეთში, ჭანჭოუს მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ქართული ჩაი საერთაშორისო თანამეგობრობას წარმატებით წარუდგინეს.

2014

სელექციის მეთოდით წარმატებით შევქმენით მაღალი ანტოციანური შემცველობის ჩაის ჯიში "ქართული მეწამული"

2014.5

დავიწყეთ ველური მცენარეული ჩაების წარმოება და მათი უნიკალური ტექნოლოგიების დამტკიცება (მოცვი და კომში)

2014.8

შოთა ბითაძის კერძო ინიციატივით გაიხსნა საქართველოს ჩაის მუზეუმი და ჩაის სკოლა თბილისში

2015

დავიწყეთ უნიკალური ქართული ველური ჩაების წარმოება! დამტკიცდა ველური ჩაების ტექნოლოგიები და წარმოების წესები, ასოციაციის მიერ შეიქმნა "ქართული ველური ჩაების" კონცეფცია.

2015.05

ასოციაცია ფართოვდება იმერეთში, იმერეთში იწყება ფერმერების ტრეინინგი და პლანტაციების რეაბილიტაცია.

2015.06

გავაკეთეთ პირველი ქართული ველური თეთრი ჩაი! უნიკალური ტექნოლოგიით.

2016.04

საქართველოს ჩაის ოსტატთა ჩემპიონატი 2016: წარმატებული ჩაის სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო ჩაის მასტერების ჩემპიონატზე გასამგზავრებლად.

2016.6

საერთაშორისო ჩაის ოსტატთა ჩემპიონატი 2016, სეული, სამხრეთ კორეა:
ჩვენს მიერ წარმოებული ველური შავი ჩაი იღებს უმაღლეს ქულებს საერთაშორისო ასპარეზზე და იმარჯვებს 3 ნომინაციაში, ასევე წარმატებით იქნა წარდგენილი ახალი ჩაის დაყენების ქართული მეთოდი "დეკანტერში, მართვადი ექსტრაქციით" რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო მსაჯებს შორის.

2017.11

ქართული ჩაის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის ხელშეწყობით, ჩვენს ასოციაციის და საპარტნიორო ფონდის მიერ იყო ორგანიზებული საიუბილეო ჩაის ფესტივალი "ქართული ჩაი 170 წლისაა"

2018

პირველად საქართველოს ისტორიაში გავყიდეთ ქართული ჩაი ჩინეთში

2018.10

ჩინეთში, როგორც ქართული ჩაის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ჩვენი 20 კაციანი დელეგაცია რომელიც შედგებოდა ფერმერებისგან, ჩაის სკოლის მოსწავლეებისგან და სპეციალისტებისგან მიიღო მონაწილეობა ჩინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგზე "სემინარი საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებისა და მართვის შესახებ"

2018.12

ვუერთდებით ევროპას! ჩვენი ასოციაცია ხდება აქტიური წევრი არაკომერციული ორგანიზაციის "Tea Grown in Europe" (ჩაი წარმოებული ევროპაში)

2019.05

გურიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ ორგანიზებული გვაქვს ქართული ჩაის ფესტივალი

გურიის მთავრობის აქტიური ხელშეწყობით გავაკეთეთ ორგანიზება ქართული ჩაის ფესტივალის ოზურგეთში და პარალერულად ჩავატარეთ საქართველოს ჩაის ოსტატთა ჩემპიონატი 2019

2019.06

ჩვენი პირველი ჩაის ტურები

2019.09

დავესწარით "Tea grown in Europe" გენერალურ ანსამბლეას იტალიასა და შვეიცარიაში

2019.10

ასოციაცია ფართოვდება სამეგრელოში, სამეგრელო უერთდება ქართული ჩაის აღორძინებას, იწყება პლანტაციების რეაბილიტაცია და ტექნოლოგიებზე ტრეინინგი.

2019.11

ჩინეთში ფუძიანის და იუნანის პროვინციებში ჩვენი ტექნოლოგები და ფერმერები გადიან ტრეინინგს ფუერის, ულუნების და ჩაის ზეთის ტექნოლოგიებზე

2020.03

იქმნება საერთო ბრენდი და ხარისხის სიმბოლო "ქართული ჩაი 1847" მისი მნიშვნელობა და იდეა.